საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/01/2021 - 21/02/2021

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის
დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების
სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას
სტაჟიორის თანამდებობაზე აუდიტის დეპარტამენტში. (www.moore-georgia.ge)
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- -
წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური
შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).
აუდიტის სტაჟიორი
ძირითადი მოვალეობები:
 აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
 აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
 აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
 განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
 აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ
ინფორმაციის გაზიარება;
ძირითადი მოთხოვნები:
 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს
ადმინისტრირების მიმართულებით);
 ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
 კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel,
Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
 ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
 ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
 მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
 სწრაფად ათვისების უნარი
 ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში
 ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
 კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
 ყურადღება დეტალების მიმართ
 კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
 გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
 სრული სამუშაო განაკვეთი (შესაძლებელია სამუშაო განაკვეთში უნივერსისტეტის გრაფიკის
შეთავსება)
 სამუშაო საათები: 09:30 – 18:30
 სტაჟირების პერიოდი 3-დან - 6 თვემდე
 შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრების და ტესტირების ეტაპებს
 სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დასაქმდება აუდიტორის ასისტენტის
პოზიციაზე

თუ შენ: 
 ხარ პროაქტიული
 გამოწვევებით სავსე გარემოში გსურს მუშაობა
 გიყვარს სწავლა და იღწვი მუდმივი განვითარებისაკენ
 მიისწრაფი ყოველდღიური პროფესიული ზრდისკენ 
 მომართული ხარ ახალი იდეების განხორციელებისკენ
ჩვენ გასწავლით როგორ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს!
გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ:
 მზარდ ანაზღაურებას;
 უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
 პიროვნული განვითარებისა და სწრაფი სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
 მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის
წახალისებული;
 ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული
პერიოდიდან;
 მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (სასურველია) 21
თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის
სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება „აუდიტის სტაჟიორი“.