საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    კატეგორია:
    საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/01/2021 - 20/02/2021

    IT დეველოპერული კომპანია FINA LLC აცხადებს სტაჟირებას ERP კონსულტანტის
    თანამდებობაზე დასაქმების პერსპექტივით
    ძირითადი მოვალეობები სტაჟირების გავლის შემდეგ:
    ● ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ
    საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
    ● პოტენციურ კლიენტებთან პრეზენტაციის მომზადება და გაკეთება სხვადასხვა დარგის
    მიხედვით;
    ● ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და
    დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
    ● დამკვეთის მოთხოვნების ანალიზი, ტექნიკური დავალების მომზადება ან/და
    ცვლილებების განხორციელება; მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და
    პროაქტიული მხარდაჭერა;
    ● დოკუმენტალური ოპერაციები პროგრამაში;
    ● რეპორტინგის შემუშავება / წარმოება;
    ● პროექტის დანერგვის გუნდის მხარდაჭერა;
    ● სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
    ● სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
    ● ფომრლური განათლება არ მოითხოვება! სასურველია სპეციალური კურსები ან/და
    არასრული უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების, ბიზნესის, ეკონომიკის,
    ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
    ● უპირატესობად ჩაითვლება ფინანსებში ან/და ბუღალტერიაში თუნდაც საწყისების
    ცოდნა;
    ● ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია;
    ● Microsoft Office (EXCEL , POWER POINT ) პროგრამების კარგად ცოდნა.
    რას მიიღებთ სტაჟირებით:
    ● მუდმივი განვითარების შესაძლებლობა;
    ● ახალი ტექნოლოგიების შესწავლა;
    ● კვალიფიციურ გუნდთან მუშაობა;
    ● საინტერესო სამუშაო გარემო;
    ● დასაქმების პერსპექტივა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
    ინფორმაცია ჩვენს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის საიტზე : www.fina2.net
    სტუდენტებისათვის შესაძლებელია შეთავსება მოქნილი გრაფიკით.
    სტაჟირების პერიოდი: 6 თვემდე (დრო დამოკიდებულია თქვენი მუშაობის შედეგებზე)
    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ: სააპლიკაციო ფორმა
    გისურვებთ წარმატებას!