საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/01/2021 - 27/02/2021

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და
საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას
საქართველოში.
"ნექსია თიეი" (Nexia TA) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
• სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
• მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
• მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივ ანალიზი;
• მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;
• კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის
მომზადება;
• სამართლებრივი დავის არსებობისას ორგანიზაციის ინტერესების სასამართლოს,
• იურიდიული და ფიზიკური პირების წინაშე წარმოდგენა;
• ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობების, სარჩელების,
შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების
მომზადება;
• იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
• კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების განხორციელების გამოცდილება;
• სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV)
შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ
ვაკანსიის დასახელება - „იურისტი".