BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ციფრული სერვისების ბრენდი, რომელიც აერთიანებს BDO-ს ტექნოლოგიური მომსახურებების და პროდუქტების სრულ სპექტრს. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.
BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.
ვაკანსიის დასახელება ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ფუნქცია/მოვალეობები
• ERP პროგრამული პროდუქტის, ლიცენზიების და დამატებითი კომპონენტების (Driver Dll) ინსტალაცია
• სავაჭრო მოწყობილობების აწყობა/გამართვა
• პრობლემის ტექნიკურ დიაგნოსტიკასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება
• გამოვლენილი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და დასკვნითი დოკუმენტაციის შედგენა
• ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, კლიენტებთან კომუნიკაცია სავაჭრო და მობილური მოწყობილობების შესახებ რეკომენდაციების გაცემის კუთხით
• სამუშაოების შესრულების პროცესში საპროექტო ჯგუფთან და კლიენტთან კომუნიკაცია
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
• 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT მხარდაჭერის მიმართულებით (სასურველია სავაჭრო მოწყობილობებთან მუშაობის კუთხით)
• პროგრამირების და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო დონეზე ცოდნა
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge.
გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი“ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23.01.2024