მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ხართ ბიზნეს ადმინისტრირების, ან/და ეკონომიკური მიმართულების ახალი კურსდამთავრებული, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება, გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სფეროში, განივითაროთ ბიზნესისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, იმუშაოთ სასიამოვნო გარემოში და მიიღოთ კარიერული წინსვლისა და განვითარების საუკეთესო შანსი. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, განიხილება კომპანიაში დასაქმება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; საბურთალო.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება 600 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კომპანიის ფინანსური პოლიტიკის შესაბამისად IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით.
- სესხებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება; (გადარიცხვა, კორექტირება და ა.შ.)
- სესხთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოება;
- სესხთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროგრამული გატარებები;
- სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება, მონიტორინგი და შენახვა;
- სხვა სახის საბუღალტრო ოპერაციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური მიმართულებით, განიხილებიან ახალ კურსდამთავრებულები ან /და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- მსგავს პოზიციაზე, ან/და საბანკო საფინანსო სფეროში გამოცდილების მქონეებს მიენიჭებათ უპირატესობა;
- Excel-ის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა.
- დამატებითი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
- გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge;
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.