BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე BDO Academy-ის ტრენინგებით.
ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე
სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ფუნქცია/მოვალეობები:
- კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
- აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადება
- აუდიტორული რისკების იდენტიფიცირებაში უფროსი აუდიტორის დახმარება
- უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით, აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება აუდიტის გეგმის შესაბამისად
- ინტერვიუები კლიენტი კომპანიის თანამშრომლებთან
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
- მენეჯერის/ჯგუფის ხელმძღვანელის დახმარება საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით
- აუცილებელია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
- ACCA - ის მიმართულებით ჩაბარებული გამოცდები ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- თავაზიანი და კეთილგანწყობილი
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებული
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი. Subject-ში მიუთითეთ „აუდიტორი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 04.02.2024