საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 25/01/2024 - 15/02/2024

კვლევითი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Start - Business Solutions ( www.startbs.com ) 10 წელზე მეტია რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მისი ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ახალი ბიზნესის წამოწყებას, რისთვისაც დამკვეთებს შესაბამის პროფესიულ სერვისებს სთავაზობს: დაფინანსების მოპოვებიდან დაწყებული რთული კომპლექსური კვლევებით დასრულებული.
 
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახის პროექტებში: ბიზნეს გეგმების მომზადება, ბიზნესის შეფასება, მიზანშეწონილობის კვლევები, საინვესტიციო შეთავაზებები.
ძირითადი მოვალეობები:
 ფინანსური მონაცემების მოძიება, დამუშავება და ანალიზი;
 ფინანსური გეგმებისა და ფინანსური ანალიზის მომზადება;
 პროექტისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
 მაგისტრატურის ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
აუცილებლად ფინანსების მიმართულებით;
 სასურველია 1 წლიანი გამოცდილება ( გამოცდილებაში ჩაითვლება გავლილი
სტაჟირებაც );
 Excel-ის ცოდნა;
 ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

სამუშაო პირობები:
 განაკვეთი: სრული;
 ანაზღაურება 800-1000 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 15 თებერვლამდე გთხოვთ გამოაგზავნოთ
თქვენი CV