საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 26/01/2024 - 10/02/2024

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 35,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდი აშშ დოლარს ( www.moore-global.com ).
ჩვენ გთავაზობთ:
 მზარდ ანაზღაურებას;
 უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
 პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
 მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
 ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
 მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
 ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
 საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას;
 ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

ძირითადი მოვალეობები:
 საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
 აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
 აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
 განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
 სტაჟიორებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა,
კონსულტირება და ინსტრუქტაჟი. მათი დახმარება სამუშაოს  მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
 აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.


ძირითადი მოთხოვნები:
 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
 ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
 კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
 ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.


პიროვნული თვისებები:
 ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 სწრაფად ათვისების უნარი;
 ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
 ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
 კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
 გუნდური მუშაობის უნარი.
თუ შენ: 
 ხარ პროაქტიული
 გამოწვევებით სავსე გარემოში გსურს მუშაობა
 გიყვარს სწავლა და მიისწრაფი მუდმივი განვითარებისაკენ
 მომართული ხარ ახალი იდეების განხორციელებისკენ
ჩვენ გასწავლით, როგორ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს!
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „აუდიტორის ასისტენტი“.