საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ციფრული სერვისების ბრენდი, რომელიც აერთიანებს BDO-ს ტექნოლოგიური მომსახურებების და პროდუქტების სრულ სპექტრს. BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას და აცხადებს სტაჟირებას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

აღწერა ფუნქცია/მოვალეობები:

• ERP პროგრამული პროდუქტის, ლიცენზიების და დამატებითი კომპონენტების (Driver Dll) ინსტალაციაში მონაწილეობის მიღება
• სავაჭრო მოწყობილობების აწყობა/გამართვაში ჩართულობა
• პრობლემის ტექნიკურ დიაგნოსტიკასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება
• გამოვლენილი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და დასკვნითი დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა
• ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, კლიენტებთან კომუნიკაცია სავაჭრო და მობილური მოწყობილობების შესახებ რეკომენდაციების გაცემის
კუთხით
• სამუშაოების შესრულების პროცესში საპროექტო ჯგუფთან და კლიენტთან კომუნიკაციაში ჩართულობა
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება

მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის
სტუდენტებიც)
• პროგრამირების და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის საბაზისო დონეზე ცოდნა
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ანაზღაურებადი სტაჟირება - ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.02.2024