საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/01/2024 - 29/02/2024

გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შიგნით გარკვეული სიახლეების ან ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზების განსაზღვრა და მათი კონტროლი;
** მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად ციფრული და მატერიალური მასალების მომზადება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** კომპანიის ციფრული პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნასა და მართვაში აქტიური მონაწილეობა;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიების, გადაღების, კამპანიის დაგეგმვა და ორგანიზება მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** ფილიალების საჭიროებების მონიტორინგი და შესაბამისი მასალების შექმნაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია, მარკეტინგული პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge  2024 წლის 29 თებერვლამდე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი".