საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 31/01/2024 - 07/02/2024

კომპანია „ტელნეტი“ აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში და მომხმარებელს
სთავაზობს სრულ IT მხარდაჭერას კვალიფიციური გუნდის დახმარებით.
„ტელნეტის“ უპირატესობა არის, IT სერვისების ერთ პროდუქტში გაერთიანება. კომპანიის წარმატება
ეფუძნება, პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ვეძებთ
თანამშრომელს, რომელიც სრულიად გაიზიარებს ჩვენს მიზნებს, სტრატეგიასა და ღირებულებებს. ჩვენთან
თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე
ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://telnet.ge/
ტელნეტი აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებას "IT მხარდაჭერის ინჟინერის“- პოზიციაზე.
აიტი მხარდაჭერის ინჟინერები, სტაჟირების პერიოდში აითვისებენ ყველა იმ კომპეტენციას, რაც საჭიროა
აიტი მხარდაჭერის  ინჟინერის პოზიციაზე დასაქმებისთვის.
პირობები:
1. სტაჟირების პროგრამა გრძელდება 3 თვის განმავლობაში.
2. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00 ( სტუდენტებისთვის გვაქვს გარკვეული
შეღავათები)
3. ანაზღაურება:  სტაჟირების პერიოდში 300 ლარის ოდენობით.
4. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ბოხუას ქუჩა #4 (მიონის ბიზნეს ცენტრის შენობა)
5. გამოცდილება: არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება ან/და სხვა კომპანიაში სტაჟირების
გამოცდილება. ვეძებთ სტუდენტებს, რომელსაც ექნებათ ტექნიკური უნარები და საქმის მარტივად
ათვისების უნარი.
6. სტაჟირებაზე განიხილებიან როგორც მესამე, ასევე  დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
 კომპანიაში შემოსული პრობლემური საკითხების გამართულად და დროულად მოგვარება.
 კომპიუტერული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
 ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა სამუშაო ადგილზე მისვლით ან/და დისტანციურად.
 კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, პრინტერების და სკანერების ინსტალაცია და
კონფიგურაცია.
 ოპერაციული სისტემების გამართვა, კომპიუტერის აწყობა, კომპიუტერული ტექნიკის პრინტერთან
და სკანერთან დაკავშირება, ვინდოუს სისტემის გადაყენება, მონაცემების დაარქივება.
 WIFI მოწყობილობების დაყენება/გამართვა.
 სვიჩების და როუტერების დაყენება.
 არსებული ტექნიკის ტესტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 IT ტექნოლოგიების ან/და ქსელური ინჟინერიის მიმართულებით განათლება ან სერტიფიცირება
დარგში
 აუცილებელია კომპიუტერული სისტემების და კომპიუტერული ქსელების საბაზისო ცოდნა.
 MS Office აპლიკაციების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. (სასურველია)
უნარები:
 ანალიტიკური, აზროვნების უნარი
 IT ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.

 ორგანიზაციულობა, დროის სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარი
გისურვებთ წარმატებას და გელით ჩვენს გუნდში.