საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 01/02/2024 - 11/02/2024

ევექსის სათაო ოფისში (ვაჟა-ფშაველას 40) ცხადდება ვაკანსია ტრენერის პოზიციაზე, სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე 

აპლიკანტის ძირითადი მოვალეობებია:
 კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო/სატრენინგო მოდულების შექმნა და მუდმივ განახლებაზე ზრუნვა;
 კომპანიის არსებული/ახალი თანამშრომლებისთვის პროფესიული კომპეტენციების განმავითარებელი ტრენინგების ჩატარება (პროდუქტი,პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა)
 შესაბამისი სასწავლო/სატრენინგო მასალების მომზადება ან/და მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
 სასწავლო/საინფორმაციო დოკუმენტების ბაზების შექმნა და მუდმივ გაუმჯობესებაზე/განახლებაზე/ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა (პროდუქტი, პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა);
 თანამშრომლებისთვის პერიოდული ტესტირების ორგანიზება (ტესტური დავალებების შემუშავება და შედეგების შეფასება);
 ონლაინ სასწავლო კურსების მომზადების პროცესში ჩართულობა - პროგრამის დიზაინსა თუ სხვა საორგანიზაციო აქტივობებში
თანამონაწილეობა;
 მენტორინგის პროგრამის ადმინისტრირება და მართვა - მენტორებთან სასწავლი შეხვედრების უზრუნველყოფა, მათთვის სამუშაო დოკუმენტების შემუშავება/განახლება და შეფასების პროცესის მხარდაჭერა;
 ტრენინგების შედეგების შეფასების უზრუნველყოფა, მიღებული უკავშირის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ცვლილებების ინიცირება;
 ტრენინგებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
 შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება
 აუცილებელია მსგავს პოზიციაზე (პროფესიული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით) მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
 სასურველია სასერთიფიკატო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით;
 საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
 სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
 პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
 პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
 ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
 დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
 ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
 შედეგზე ორიენტაცია;
 ორგანიზებულობა;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
 თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
 გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  11 თებერვალი, 2024 წელი.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/treneri/677
 
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!