აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე აუდიტის დეპარტამენტში. (www.moore-georgia.ge)
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 35,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ ანაზღაურებას;
- უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
- პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
- მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
- აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
- აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
- განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
- აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
- ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „აუდიტის სტაჟიორი“.