საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმების სააგენტო ეიჩარი დაარსდა 2006 წელს და ამჟამად წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს დასაქმების ბაზარზე.

 

სამუშაოს აღწერა:

• იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან

• კლიენტების მოძიება/მოზიდვა კერძოდ კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება

• მომსახურების შეთავაზება, პრეზენტაციის გაგზავნა და ჩატარება

• შეხვედრების დაგეგმვა და საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება

• შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება

• პოტენციურ ან/და უკვე ბაზაში არსებულ კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაცია

• არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება

• გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა

• გაყიდვების გეგმის შესრულება

• კომპანიის მომსახურების (პროდუქტების) ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

• დოკუმენტაციის მომზადება: კონტრაქტები, ინვოისების და სხვა

 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (ახალი კურსდამთავრებული)

• 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით

• ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური (სავალდებულოა სრულყოფილი ცოდნის დონე), რუსული (სასურველია, სრულყოფილი ცოდნის დონე)

• კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint

 

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

• მოლაპარაკების წარმოების უნარი

• მოტივირებული

• შედეგზე ორიენტირებული

• სწრაფად ათვისების უნარი

• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

• კომუნიკაბელური

• დეტალებზე ორიენტირებული

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

• განვითარებაზე ორიენტირებული

• შეფასების და ანალიზის უნარი

• შრომისმოყვარე სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მოცემულ მეილზე: project19@hr.ge