საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ციფრული მარკეტინგული კომპანია „სიმფლ აუთსორსინგი“ ეძებს პერსონალს ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

 

თუკი იცი ინგლისური ენა მშობლიურივით, აზროვნებ ამ ენაზე და გაქვს ამერიკული ან ბრიტანული აქცენტი, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა მიიღო საერთაშორისო გამოცდილება, ჩვენ შენ გეძებთ!

 

პოზიციის ძირითადი მოვალეობება გულისხმობს მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაციასა (ძირითადად დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ბაზრებზე) და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას ნებისმიერ საკითხზე რაც უკავშირდება მათ ექაუნთსა და კომპანიის მიერ გაწეულ სერვისს;

 

სამუშაო პირობები:

 

  • განრიგი: 8 საათიანი ცვლა, რომელიც მოიცავს 1 საათიან შესვენებას, კვირაში 5 დღე;
  • სამუშაო საათები: 07:00-15:00, 15:00-23:00 და 23:00-07:00 (შუადღის ცვლა მუშაობს ოფისიდან, ღამის ცვლა - სახლიდან, დილის ცვლა - მოლაპარაკებადია);
  • კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა

 

თუკი დაინტერესდით, ან/და გეგულებათ ადამიან(ებ)ი, ვისთვისაც საინტერესო იქნება მსგავსი შემოთავაზება, მოუთმენლად ველოდებით თქვენს რეზიუმეებს შემდეგ ელექტროუნლ მისამართზე: hr@simple-outsourcing.com   გთხოვთ, „თემის“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც გამოხატავთ დაინტერესებას.

 

გისურვებთ წარმატებებს!