საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.

     

    Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

     

    Nexia TA აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტერის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიებისთვის.

     

    მოვალეობები:

    • პროგრამაში ოპერაციების ასახვა;
    • ზედნადებების ატვირთვა;
    • აქტიური ზედნადებების დასრულება; საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
    • ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
    • ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი.

     

    მოთხოვნები:

    • საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
    • აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
    • ინგლისური ენის ცოდნა;
    • ანალიტიკური აზროვნება;
    • გუნდური მუშაობა.

     

    დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „ბუღალტერი“.