საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანაზღაურებადი სტაჟირება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი

სტუდენტებისათვის

 სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
(CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის,
სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA)
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG),
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით,
აცხადებს სტაჟირების პროგრამას კერძო და არასამთავრობო სექტორში
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის.

 პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი
ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, სამოქალაქო და
სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი
სამუშაო კომპეტენციების და უნარების განვითარება;
 სტაჟირების პროგრამა საბოლოო დასაქმებას არ ითვალისწინებს. სტაჟირების
სავარაუდო ხანგრძლივობა მოიცავს 1-2 თვეს და დამოკიდებულია კანდიდატის
და მიმღები კომპანიის შეთანხმებაზე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან თანამშრომლობით.
 სტაჟირება ითვალისწინებს დასაქმების პერიოდში ტრანსპორტირებისა და
საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ანაზღაურებას.
 დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო
წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე:
cciir.info@gmail.com
 წინამდებარე დოკუმენტში იხილავთ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში
არსებული ვაკანტური პოზიციების მოკლე აღწერასა და მიმღები ორგანიზაციის
შესახებ ინფორმაციას.
 კონკრეტულ პოზიციაზე ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში მეილის სათაურში
(Subject line) უნდა მიეთითოს პოზიციისა და მიმღები ორგანიზაციის დასახელება.
 წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ, CCIIR-ის გუნდის
წევრების მიერ მოხდება სტაჟირების მონაწილეების შერჩევა, რის შემდეგაც
დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს. საბოლოო შერჩევა მოხდება
(გასაუბრება კანდიდატთან) სტაჟიორის მიმღები კომპანიის წარმომადგენლების
მიერ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების
ცენტრთან თანამშრომლობით.
 გამოცხადებულ პოზიციებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 მარტი, 2021  

ვაკანსია #1 ჟურნალისტ-ანალიტიკოსი (1 ვაკანტური ადგილი) - მედიის განთარების
ფონდი (MDF)

ინფორმაცია მიმღები ორგანიზაციის შესახებ: მედიის განვითარების ფონდი (MDF), 2008
წლის აპრილში, პროფესიონალ ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ დაფუძნდა. ორგანიზაციის
ძირითადი მიმართულებებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ეთიკური
ჟურნალისტიკა და ანგარიშვალდებულება; მედია წიგნიერება; ადამიანის უფლებები;
მრავალფეროვნება და ინკლუზიური საზოგადოება; გენდერული თანასწორობა;
ახალგაზრდული ინიციატივების და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა. მედიის
განვითარების ფონდი, MDF ეწევა კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას;
ახორციელებს ადვოკატირებას; ატარებს ტრენინგებს, შეხვედრებს, საჯარო დისკუსიებს,
შემოქმედებით კონკურსებს. გამოსცემს სასწავლო და პროფესიულ ლიტერატურას,
აწარმოებს მედია პროდუქციას და საგანმანათლებლო კამპანიებს, ასევე ახდენს
ახალგაზრდების მობილიზებას სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო აქტივობების
განხორციელების მიზნით. 2016 წლიდან მედიის განვითარების ფონდი თანამშრომლობს
ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურთან თანამშრომლობს. ფაქტების
გადამოწმების ვებ-გვერდი "მითების დეტექტორი” კი ატლანტიკური საბჭოს ონლაინ
პლატფორმის DisinfoPortal-ის პარტნიორია. 2019 წელს მედიის განვითარების ფონდმა
თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება შეერთებული შტატების გლობალური მედიის
სააგენტოსთან გააფორმა. მედიის განვითარების ფონდის პროდუქტი - მითების
დეტექტორი - ასევე, არის პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების
საერთაშორისო ქსელის წევრი (IFCN).
მედიის განვითარების ფონდი ასევე მართავს მედია და ინფორმაციული წიგნიერების
ლაბორატორიის (MilLab) ონლაინ პლატფორმას, რომელიც დამხმარე სასწავლო
რესურსია, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და
გაცნობიერებული მედია მოხმარების ხელშეწყობის მიზნით.
პოზიციის დასახელება და მოკლე აღწერა: ანალიტიკოსი (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქობულეთის ქ. 34/36, პირველი სადარბაზო, მეოთხე
სართული, ბინა 5, თბილისი, საქართველო.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი - ნახევარ-განაკვეთზე (09:30 საათიდან - 18:00 საათამდე
მონაკვეთში);
ძირითადი მოვალეობები: მითების დეტექტორისთვის სტატიების მომზადება
სხვადასხვა თემატიკაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური ენის კარგად ცოდნა
განათლება: საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი

დამატებითი მოთხოვნა: ანალიტიკური საქმიანობის მიმართ მოტივაცია და ინტერესი