საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანაზღაურებადი სტაჟირება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი

სტუდენტებისათვის

 სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
(CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის,
სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA)
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG),
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით,
აცხადებს სტაჟირების პროგრამას კერძო და არასამთავრობო სექტორში
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის.
 პროგრამის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი
ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, სამოქალაქო და
სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი
სამუშაო კომპეტენციების და უნარების განვითარება;
 სტაჟირების პროგრამა საბოლოო დასაქმებას არ ითვალისწინებს. სტაჟირების
სავარაუდო ხანგრძლივობა მოიცავს 1-2 თვეს და დამოკიდებულია კანდიდატის
და მიმღები კომპანიის შეთანხმებაზე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან თანამშრომლობით.
 სტაჟირება ითვალისწინებს დასაქმების პერიოდში ტრანსპორტირებისა და
საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ანაზღაურებას.
 დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო
წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე:
cciir.info@gmail.com
 წინამდებარე დოკუმენტში იხილავთ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში
არსებული ვაკანტური პოზიციების მოკლე აღწერასა და მიმღები ორგანიზაციის
შესახებ ინფორმაციას.
 კონკრეტულ პოზიციაზე ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში მეილის სათაურში
(Subject line) უნდა მიეთითოს პოზიციისა და მიმღები ორგანიზაციის დასახელება.
 წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ, CCIIR-ის გუნდის
წევრების მიერ მოხდება სტაჟირების მონაწილეების შერჩევა, რის შემდეგაც
დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს. საბოლოო შერჩევა მოხდება
(გასაუბრება კანდიდატთან) სტაჟიორის მიმღები კომპანიის წარმომადგენლების
მიერ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების
ცენტრთან თანამშრომლობით.
 გამოცხადებულ პოზიციებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 მარტი, 2021  

ვაკანსია #2 საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის ოფიცერი
(1 ვაკანტური ადგილი)- ასოციაცია „ტოლერანტი“

ინფორმაცია მიმღები ორგანიზაციის შესახებ: ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს
დემოკრატიული პრინციპების დანერგვას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და
სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. არსებობის 20 წლის განმავლობაში
განხორციელებული წარმატებული პროექტების ფარგლებში ორგანიზაციის მოწყვლადი
ჯგუფები იყო 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთიდან, შშმ
პირები, მიგრანტები, ადგილობრივი თემები და სათემო გაერთიანებები, ეთნიკური და
რელიგური უმცირესობების წარმომადგენლები, ახალგაზრდა პრობაციონერები, ყოფილი
პატიმარი ქალები და ა.შ „ტოლერანტმა“ წარმატებით განახორციელა და ამჟამადაც
ახორციელებს ამ ჯგუფების ადაპტაციისა და ინტეგრაციის, სოციალურ ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესების, დასაქმების, პროფესიული განათლების, ფსიქო -
სოციალურ და სამართლებრივ, მცირე ბიზნესის დაწყებისათვის ხელშემწყობ
საქმიანობებს.
პოზიციის დასახელება და მოკლე აღწერა: საზოგადოებასთან ურთიერთობა და
კომუნიკაციის ოფიცერი.

სტაჟიორი ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში აქტიურად ჩაერთვება ორგანიზაციაში
მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების გაშუქებაში
(ორგანიზაციის ვებ. გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე) ქართულ და სომხურ
ენებზე, პრესრელიზების მომზადებასა და ორგანიზაციის ბენეფიციარებთან
კომუნიკაციაში;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ახალციხე - სათაო ოფისი, მოქმედების არეალი -
ახალქალაქი, ნინოწმინდა;

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი შედგება სტაჟიორთან შეთანხმებით, მისთვის
სასურველი და თავისუფალი დროების მიხედვით;
ძირითადი მოვალეობები: სტაჟიორის ხელმძღვანელთან ერთად ბენეფიციარებთან
ურთიერთობა, პრესრელიზების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მომზადებული
ტექსტების თარგნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული და სომხური ენების სრულყოფილად ცოდნა;
განათლება: ფილოლოგი ან ჟურნალისტი;

დამატებითი მოთხოვნა: სტაჟიორი უნდა იყოს აქტიური, კომუნიკაბელური, პოზიტიური
ბენეფიციარებთან ურთიერთობისას და უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა
ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად.