საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას ინტერვიუერის თანამდებობაზე მარკეტინგის განყოფილებაში.

 

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გამოცდილება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ადმინისტრირების მიმართულებით;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • სასურველია, საოფისე პროგრამების ცოდნა (SPSS, Excel, MS Word, Power Point).

 

ძირითადი ფუნქციები:

  • პაციენტთა გამოცდილებისა და კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • კვლევების რაოდენობრივი/თვისებრივი მონაცემების მოგროვება;
  • რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ინტერვიუების ადმინისტრირება;
  • პაციენტთა გამოცდილების კვლევის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;
  • პაციენტთა რეკლამაციებზე (საჩივრებზე, უკმაყოფილების წერილებზე) რეაგირების პროცესში მონაწილეობა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აკურატულობა, ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გულისხმიერება, თავაზიანობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 22.08.2024-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.