საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

 

ვაცხადებთ არაანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიული მიმართულებით, კორპორატიულ სამსახურში.

 

სამუშაოს მიზანი

  • პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მონაწილეობის მიღება კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის, კორპორატიული სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში
     

მოვალეობები/ჩართულობა

  • კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება. (წერილები, განცხადებები)
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.
  • სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მხარდაჭერა/მონაწილეობის მიღება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • MS Office პროგრამების ცოდნა.
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნება.
  • კომუნიკაციის უნარი.
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: კომპანიის სათაო ოფისი, მისამართი: ქ.თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ.N10

 

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე/სასწავლო განრიგთან შეთავსებით

 

სტაჟირების ხანგრძლივობის შესაძლებლობა: 5 თვე.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge

 

გთხოვთ,  საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

 

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ კომპანიაში ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.