საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

HSE Group არის შრომის უსაფრთხოების  საკონსულტაციო  კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.  HSE Group თანამშრომლობს წამყვან  ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N:7

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

 

სამუშაოს აღწერა:

  • ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან;
  • ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზება: პოტენციურ მომხმარებელთან (შეხვედრების დაგეგმვა/გამართვა, მომსახურების შეთავაზება/პრეზენტაცია);
  • პოტენციურ ან არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
  • მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა;
  • გაყიდვების გეგმისთვის ხელშეწყობა, შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა;

 

პიროვნული უნარები და მახასიათებლელბი:

  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • სწორი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად გადანაწილების უნარი;
  • პასუხიმგებლიანი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;

 

ჩვენ  გთავაზობთ:

  • ფიქსირებული ხელფასი 1200-1500 ლარის რეინჯში + ბონუსი.
  • განვითარებაზე ორიენტირებულ და მეგობრულ გუნდს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • კორპორატიულ ნომერს;

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!