საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია Nexia TA, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო და
აუდიტორული კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის Nexia International-ის
წარმომადგენლობას საქართველოში.


კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას მეორე დონის ასისტენტის (A2) პოზიციაზე
ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.


აუცილებელი მოთხოვნები:


• უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
• ფინანსურ აუდიტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. (მსოფლიო
რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა)
• ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
• IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
• ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად


პიროვნული თვისებები


• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
• კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი
• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• აქტიური, კომუნიკაბელური
• პუნქტუალური
• შრომისმოყვარე


სამუშაო აღწერილობა


• აუდიტის პროცესებში ჩართვა
• კლიენტ კომპანიაზე ზოგადი ინფორმაციის შესწავლა
• კონკრეტული ფინანსური ანგარიშგების მუხლებზე მუშაობა
• მტკიცებულების მოპოვება და დადოკუმენტირება
• ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
• კომპანიის შიდა კონტროლის მექანიზმის იდენტიფიცირება და სანდოობის
დადასტურება, დადოკუმენტირება
• აუდიტის პროგრამაში მუშაობა
• სტაჟიორების ქოუჩინგი
• ხელმძღვანელის მიერ სხვა პროფესიული დავალებების მიღება


ბენეფიტები


• ACCA Global - გამოცდის და საწევროს დაფინანსება
• მუდმივი შიდა ტრენინგები
• დაწინაურების შესაძლებლობა
• ჯანმრთელობის დაზღვევა
• მეგობრული გარემო

 

კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს
კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის
აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის
მოტივაციაზე.


დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) ქართულ ან
ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject")
აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მეორე დონის ასისტენტი (A2)",
წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.


დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.