საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კურსის ინსტრუქტორი/ მასწავლებელი  ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

კომპანია SMARTMAN-ს გააჩნია UCMAS-ის პროგრამის ექსკლუზიური ოპერირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე.

UCMAS-ის სასწავლო კურსის ფარგლებში ჩვენ ვზრუნავთ ბავშვების გონებრივ განვითარებაზე. უნიკალური სასწავლო პროგრამის, 4-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის მიწოდებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თავის ტვინის ორივე ჰემისფეროს თანაბარ გააქტიურებას, რასაც ვაღწევთ აბაკუსისა და მენტალური არითმეტიკის გამოყენებით თამაშისა და გართობის გზით. 

გადახედეთ ჩვენს facebook გვერდს - https://www.facebook.com/ucmasgeorgia

 

ძირითადი მოთხოვნები:

ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად)
ძლიერი კომუნიკაციის უნარი
პუნქტუალურობა
ახალი იდეებისა და უცხო ცნებების ახსნა კრეატიული და სახალისო გზით, რათა მოსწავლეებმა სიამოვნებით შეისწავლონ
საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად მიდგომა მოსწავლესთან
პრეზენტაბელურობა, მშობლებისა და მოსწავლეებისათვის პროგრამის წარდგენა
 

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი ან სრული განაკვეთი

ხელფასი: დამოკიდებულია სამუშაო საათებზე

თუ გსურთ სრულიად ახალ გარემოში მოხვედრა, გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა და ეძებთ გრძელვადიან სამსახურს გამოგზავნეთ CV: admin@ucmas.ge- ზე; დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით: 571 222 656 სოფია გურგენაშვილი