საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 27/10/2025 - 04/11/2025

Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც
ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და
გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.
Nexia Georgia აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს
კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

Nexia Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• კომპანიის ყოველთვიური უწყისების მოგროვება;
• მიღებული შედეგების ხელმძღვანელთან განხილვა;
• არსებული ხარჯების მიმდინარე ანალიზი;
• კოეფიციენტების (ე.წ. “რეიშოუ”) ანალიზი;
• ხელმძღვანელთან ერთად კონკრეტული პროდუქტების/პროექტების ფინანსური მომგებიანობის ანალიზი.
ვაკანსიის მოთხოვნები:
• ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მესამე ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• Excel-ის ცოდნა;
• ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე:
hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით“.

გისურვებთ წარმატებებს!