საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 29/10/2025 - 08/11/2025

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტში, თბილისში.

 

მე, საბა ცაავა ვმუშაობ გორგიაში უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად 2022 წლიდან. საქმიანობის პროცესში თანამშრომელს შევასწავლი უძრავი ქონების ბაზრის ანალიზისა და ფასის დადგენის საფუძვლებს; ობიექტების შეფასების, წარდგენისა და გაყიდვის პროცესს; კლიენტებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ტექნიკას; უძრავი ქონების ფასის განსაზღვრასა და მოლაპარაკებებისთვის მომზადებას. ასევე, დავეხმარები გაყიდვების, მოლაპარაკების, ბაზრის ანალიზის, პრეზენტაციის უნარების განვითარებაში.

 

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

 

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

 

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

 

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

·        პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;

·        სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

·        ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

·        თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;

·        კვებას;

·        Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

·        კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (სავაჭრო, საოფისე, საწყობი და სხვა ობიექტების) მართვა და მონიტორინგი;

·        იჯარის ხელშეკრულებების მომზადება, განახლება და ადმინისტრირება;

·        იჯარის პარტნიორებთან და პოტენციურ მოიჯარეებთან კომუნიკაცია;

·        პოტენციური მოიჯარეების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;

·        ახალი პროექტების (მოლები, სავაჭრო სივრცეები, ოფისები) განვითარებაში მონაწილეობა;

·        ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მუნიციპალიტეტი, არქიტექტურა, საჯარო რეესტრი და სხვ.) საჭირო კომუნიკაცია.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების / მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;

·        Microsoft Office 365 (განსაკუთრებით Excel)

·        ინგლისური ენის ცოდნა.

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

·        ანალიტიკური უნარები, მონაცემების დამუშავების უნარი;

·        ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;

·        პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·        დროის და პროცესის მართვის უნარი;

·        გუნდში მუშაობის უნარი.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<

 

გისურვებთ წარმატებას!