საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 07/11/2025 - 16/11/2025

მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე

სამუშაო ლოკაცია: თბილისი ან ქუთაისი

ვაკანსიის რაოდენობა: 1

განაკვეთი: სრული

 

პოზიციის შესახებ:

 

ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციის მიზანია განყოფილების საქმიანობისა და პროცესების ისეთი დაგეგმარება, კოორდინაცია და შესრულება, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი მიზნის განხორციელებას. განყოფილების მიზანი კი არის კომპანიის შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების უზრუნველყოფა საკანონმდებლო ბაზის, ინვესტორთა მოთხოვნებისა და კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი ანგარიშებით/რეპორტებით.

 

ჩვენ გთავაზობთ:

პიროვნულ და პროფესიულ ზრდას

მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

 

ძირითადი მოვალეობები:

ანგარიშგების პროცესების ოპტიმიზაცია;

გეგმიური ან არაგეგმიური გარე ანგარიშგების წარმოება ან/და ანგარიშგების სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშების მონიტორინგი;

სხვადასხვა შიდა და გარე კვლევებისას, სარეიტინგო შემოწმებებისას, კონსულტანტების მოწვევისას, ორგანიზაციის მხარდაჭერა მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემების მიწოდების გზით;

ორგანიზაციის მხარდაჭერა არსებულ/პოტენციურ ინვესტორთა ფინანსური დიუ დილიჯენსის დროს;

სხვადასხვა მიმართულებისა და დეპარტამენტის კონსულტაცია ანგარიშგების დეპარტამენტის კომპეტენციაში არსებული საკითხებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად;

ანგარიშგების განყოფილების მართვა და განვითარება (დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, ქოუჩინგი, მათი სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება, მათ მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

უმაღლესი განათლება ფინანსების/აუდიტის/ბუღალტერიის/ეკონომიკის მიმართულებით;

3 წლიანი გამოცდილება IFRS ანგარიშგების მიმართულებით, მათ შორის სასურველია მინიმუმ 1 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე;

სხვადასხვა დანიშნულებით ანგარიშგებების/რეპორტების მომზადების გამოცდილება;

ინგლისური ენა - C2 დონეზე ცოდნა

 

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან,  გთხოვთ 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე

 

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<