,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, რიფლეი, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 50-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში.
შპს ,,აი სი არ ტრეიდ"-ში ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ბუღალტერიის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, რაშიც აქტიურად იქნები ჩართული:
პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა;
RS პორტალზე მუშაობა;
საბუღალტრო გატარებების წარმოება;
სავაჭრო ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:
- სრული ან არასრული უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი, ა.შ.);
- ბუღალტერიის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1)
- ERP (Microsoft Dynamics Navision) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპეტენციები, რომლებიც დაგჭირდება:
- ანალიტიკური აზროვნება
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულება;
- ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
- გაწერილი და დაგეგმილი პროცედურების კონტროლი.
რას გთავაზობთ:
“აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობას;
წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
სამუშაო პროცესში სწავლებას. პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
1 წლიან ანაზღაუარებად სტაჟირებას;
სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
1000 GEL Gross თვიურ ანაზღაურებას.
წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმების შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 18 ნოემბერი, 2025.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის- "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დაარქივებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ორი წლის ვადით.
>> სარეგისტრაციო ბმული <<