საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/04/2021 - 20/05/2021

კომპანია  UGT-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სამსახურში, ჰელფ-დესქის სტაჟიორის პოზიციაზე ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების (სასურველია დამამთავრებელი კურსის) სტუდენტი;
ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა:

პირველი თვე სტაჟიორებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით:

 

კომპიუტერული არქიტექტურის საფუძვლები;

კომპიუტერული ქსელის საფუძვლები;

ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების კონფიგურაციის და მხარდაჭერის საფუძვლები;

IT საოპერაციო პროცესების მართვის საფუძვლები;

სერვისდესქის მუშაობის პრინციპები;

ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია/მხარდაჭერა (Windows, MacOS);

პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია/კონფიგურაცია/მხარდაჭერა;

კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა/დიაგნოსტიკა;

 


ხოლო მეორე თვიდან ჩართულები იქნებიან საოპერაციო პროცესში და დაეწერებათ მარტივად მოსაგვარებელი მოთხოვნები შესასრულებლად.

სტაჟირების ვადა 3-4 თვე, ანაზღაურების გარეშე.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: trainee@ugt.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ “ჰელფ-დესქის სტაჟიორი“.