საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

  • საინჟინრო მონიტორინგის საკითხების ორგანიზება.
  • საწარმოო სისტემებში (სუფთა სათავსი, შეკუმშული ჰაერი და ა.შ.)  მონიტორინგის მონაცემების დამუშავება და სტატისტიკის წარმოება.
  • სათავსების მიკროკლიმატური პარამეტრების მონიტორინგის სისტემების გამართული ფუნქციონირება.
  • საკვალიფიკაციო/სავალიდაციო გაზომვებში მონაწილეობა.

შერჩეულ თანამშრომელთან, საქმიანობის დაწყებამდე, მოხდება შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და ყველა საჭირო პროცედურასთან გაცნობა!!

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • დიპლომის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი);
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში);

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
  • სატრანსპორტო მომსახურებას;

 

პირობები:

  • ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ-მდე;
  • საგამოცდო პერიოდი: 3 თვე;

 

სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი;

 

 მის: ლილო, დ. კობახიძის 33ა, ყოფ. ჭირნახულის ქ. # 14

          

 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე

https://aversi.bo.ge/recruit/form/c779cfc4ef4594bdb4dde0af4e7938a6

 

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

 

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.

 

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

 

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.