საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანიის მოკლე აღწერა:  Let’s Do It! – სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც დაიწყო ესტონეთში 2008 წელს, როდესაც 50 000-მა მოხალისემ დაასუფთავა ქვეყნის ყველაზე დაბინძურებული ადგილები სულ რაღაც 5 საათში. მას შემდგომ „Let’s Do It“ -მა განავრცო ეს მოდელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ლოზუნგით – “ერთი ქვეყანა ერთ დღეში”. დღეისთვის არსებული მონაცემებით, 113 ქვეყანა 16 მილიონზე მეტი მოსახლეობით შეუერთდა დასუფთავების აქციებს.

სამუშაოს აღწერა: პროექტ “არ დააგდო აქ  ჩააგდე” ფარგლებში, გვჭირდება პროექტის ასისტენტი, რომელიც შეასრულებს შემდეგ მოვალეობებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. აწყობილი სიგარეტის ნამწვის ჩასაყრელი ყუთების განთავსება

2. სტიკერების, ბანერის, სარეკლამო მასალების დაბეჭდვა.

3. საჭიროების მიხედვით ტრანსპორტის საკითხის მოგვარება - მძღოლთან დარეკვა, გამოძახება.

4. ტელეფონის ანგარიშზე ჩარიცხვა ყოველ თვე პროექტის გუნდის წევრებისთვის.

5. ყუთების ელექტროენერგიის ფულის გადახდა ობიექტის მეპატრონისთვის ან კომუნიკაციაში ყოფნა სივრცის მეპატრონეებთან.

6. ყუთების ტექნიკოსთან კომუნიკაცია დაზიანების, გაფუჭების, ვანდალიზმის შემთხვევაში.

7. კომუნიკაცია ყუთების ამწყობ კომპანიასთან და პროექტის ასისტენთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

- მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;

- დაინტერესებულ პირებთან (stakeholder-ებთან) მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;

- სოციალურ/გარემოსდაცვით პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განრიგი: მოქნილი (30 საათი კვირაში)

სტაჟირების შემთხვევაში მისი ხანგრძლივობა: 1 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი

ანაზღაურება: 500

დასაქმების შემთხვევაში რას  სთავაზობთ:

 1. კარიერულ ზრდას და გამოცდილებას ორგანიზაციის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით;

2. საერთაშორისო ტრენინგებზე, კონფერენციებზე, შეხვედრებზე გაგზავნას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

3. საქართველოში ადგილობრივ პროექტებზე მონაწილეობის მიღებას;

4. Let's Do It გლობალური ქსელის ერთიან და მეგობრულ გარემოში ჩართვას;

5. შესაბამისი გამოცდილებით ორგანიზაციის სხვა მიმდინარე პროექტებში დასაქმებას;

6. შესაძლებლობას, რომ თქვენი კონტრიბუცია შეიტანოთ გარემოსდაცვით სფეროში.

საკონტაქტო ინფორმაცია: 555 755977; projectsletsdoit@gmail.com

შერჩევის ვადები: 05.05.2021