საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა  -  ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

 

ვაკანსიის დასახელება  -  საგადასახადო კონსულტანტი

 

სამუშაო საათები  -  სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

 

ფუნქცია/მოვალეობები:

კლიენტებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა საგადასახადო დაბეგვრის  საკითხებში

რთული/არასტანდარტული საგადასახადო შემთხვევების ანალიზსა და რეკომენდაციის შემუშავებაში მონაწილეობა

პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად

საგადასახადო კოდექსის ცოდნა

1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (მათ შორის ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება)

სავალდებულოა საგადასახადო დეკლარაციების მომზადების გამოცდილება

საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე  ცოდნა(წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია),

MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

თავაზიანი და კეთილგანწყობილი

ეფექტური კომუნიკაციის უნარი

მოლაპარაკების წარმოების უნარი

გუნდის მართვის უნარი

ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

დროის ეფექტურად მართვის უნარი

ორგანიზებული

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დეტალებზე ორიენტირებული

ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „საგადასახადო კონსულტანტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21.05.2021

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.