„მეგალაბი“ აცხადებს ლაბორანტის ვაკანსიას ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის განყოფილებაში
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში დამტკიცებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მიხედვით საანალიზო მასალის მიღება და დამუშავება;
- ლაბორატორიული კვლევების დადგენილ ვადებში შესრულება;
- ლაბორატორიული აპარატურის და მოწყობილობების შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით მოვლა/რეცხვა;
- რეაქტივების შემოწმება და შემოწმების პროცესის დოკუმენტირება;
- ლაბორატორიის აღჭურვილობის და ტექნიკის მდგომარების პერიოდული შემოწმება;
- განყოფილების უფროსისთვის ან/და ლაბორატორიული მედიცინის უფროსი სპეციალისტისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება ლაბორატორიაში წარმოშობილი პრობლემის თუ გადასაჭრელი საკითხების შესახებ;
- სამედიცინო და არასამედიცინო სახარჯი მასალებზე ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
- ლაბორატორიაში სანიტარულ–ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: სამედიცინო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (ბიოლოგია) /ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:
მისამართი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 23;
გრაფიკი: 16 სთ-იანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ;
ანაზღაურება: 1 სთ 7.5 ლ (Gross)-მზარდი გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ;
>> სარეგისტრაციო ბმული <<