საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/05/2021 - 27/05/2021

ვიწვევთ ყველა მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდას. 
სტუდენტებს ვთავაზობთ მოქნილ გრაფიკს.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ, თქვენ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთ თვიან ტრეინინგის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას (ქალაქის და რეგიონის ჭრილში)  შემდეგ საკითხებში:
ახალი კლიენტების მოზიდვა;
მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე  წარდგენა;
სესხის დოკუმენტირება და გაცემა; 
საკრედიტო პორტფელის მართვა;
პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არა სავალდებულო). სასურველი ფაკულტეტები: მათემატიკა, ფიზიკა, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) - საბაზისო ცოდნა;


აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
**  კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
** ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პრინციპულობა.

შერჩევის კრიტერიუმი: კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე, ტერიტორიული ერთეულის მიხედვით. 
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ ანაზღაურება განისაზღვრება: 150 ლარი (ხელზე ასაღები).


როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@libertybank.ge  2021  წლის 27 მაისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება,
რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.