საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირების განმავლობაში თქვენ გექნებათ საშუალება ჩაერთოთ რეალურ პროექტებში და გაეცნოთ ბანკის შიგნით მიმდინარე პროცესებს.

 

კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს კრედო ბანკი სთავაზობს გარანტირებულ დასაქმებას.  

 

რას გთავაზობთ?

 

დეველოპმენტში, შემდეგ ტექნოლოგიებთან მუშაობის მსუყე გამოცდილებას;

 

  • ASP.NET,
  • C#
  • JavaScript,
  • Web API,
  • MS SQL Server,
  • CSS
  • HTML

 

  •  მენტორობას გაგიწევენ კრედო ბანკის გამოცდილი დეველოპერები;
  •  წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა;

 

რას ვითხოვთ თქვენგან?

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების   მიმართულებით განათლებას და ამავე მიმართულებით განვითარების დიდ სურვილს;

 

სტაჟირების პირობები:

  • ხანგრძლიოვობა 6 თვე;
  • ანაზღაურება 500 ლარი ნეტ;
  • სასწავლო განრიგი - მოქნილი სწავლასთან შეთავსებით;
  • სასწავლო ადგილი -  Digital Hub Academy -  თაბუკაშვილის 27 (ოპერის უკან) ან/და დისტანციურად;

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

I ეტაპი - ტესტირება

II ეტაპი - გასაუბრება

 

შერჩევის შემთხვევაში სასწავლო კურსი მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენთვის სასურველ განრიგს.

 

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: cv@credo.ge ;

სათაურის ველში მიუთითეთ „Digital Hub Academy-Internship“.

CV-ების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი