eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, საცალო გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ

განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი, 10:00-17:00 სთ

შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი

 

შენი, როგორც საცალო გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

 

გამოგვეხმაურე, თუ

  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი;
  • გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება;
  • გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
  • იცი საოფისე პროგრამები

 

ვეძებთ ჩვენიანს:

  • პასუხისმგებლიანს;
  • დეტალებზე ორიენტირებულს;
  • ორგანიზებულს;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
  • საქმეზე კონცენტრირებულს;

 

დაგახვედრებთ:

  • საინტერესო საქმეს;
  • მრავალფეროვნებას;
  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს

 

დაინტერესების შეტხვევაში იხილეთ ბმული