საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 16/07/2021 - 22/07/2021

ანაზღაურებადი სტაჟირება: HR  სპეციალისტი

 

“ტელექსის" ჯგუფი აერთიანებს ექვს უმსხვილეს ინტერნეტ მაღაზიას, საგამომცემლო სახლს და პირველ ყველაზე დიდ ლიტერატურულ კონტაკტ-ცენტრს საქართველოში.

 

"ტელექსი" შეიქმნა საოცარი სიფრთხილითა და პატივისცემით ლიტერატურისადმი. ეს არის უსასრულო სამყარო, რომელიც ჩვენი აზრით, აერთიანებს ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამიტომ ჩვენი სლოგანია - "სამყარო, რომელიც გვაერთიანებს". ჩვენ გვწამს, რომ არ არსებობს ცუდი წიგნი, ისევე როგორც სერვანტესს სწამდა, რომ არ არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნება რაიმე ჭკუის სასწავლი. ამიტომ ჩვენთვის ყველა წიგნი, თანამშრომელი, მომხმარებელი საყვარელი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებულია.

 

რატომ ტელექსი?

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • კომფორტულ, მეგობრულ, ფერად სამუშაო გარემოს
  • პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდს
  • ზრდად ანაზღაურებას
  • კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას
  • ტრენინგებს
  • სამოტივაციო სქემებს

 

სამუშაოს შესასრულებლად დაგჭირდებათ:

 

  • გიყვარდეთ ადამიანებთან ურთიერთობა
  • იყოთ  ძალიან პასუხისმგებლიანი
  • იყოთ დაინტერესებული გრძელვადიანი თანამშრომლობით

 

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის HR ასისტენტის პოზიციაზე

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 ივლისი, 2021 წ.

 

სამუშაო პირობები:

 

  • შრომის ანაზღაურება შედგება პროგრესული ფიქსირებული ხელფასისგან
  • მორგებული სამუშაო გრაფიკი.  განაკვეთი : სრული ( 10:00   - 19:00 ლექციებთან ხელშეწყობით)
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ.ფალიაშვილის #86

 

სამუშაოს აღწერა

 

  • კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება
  • დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება
  • აპლიკანტების ბაზების წარმოება, კანდიდატებთან უკუკავშირი
  • ახალ თანამშრომლების კონსულტირება შრომითი ურთიერთობის, კომპანიის პოლიტიკის, შინაგანაწესის, კომპანიის ორგანიზაციული კულტურის და სხვა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
  • თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება/წარმოსადგენი დოკუმენტაციის კონტროლი
  • შრომითი ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება, ვადების კონტროლი
  • თანამშრომელთა შეფასების პროცესებში ჩართულობა
  • შვებულებების დაგეგმვისა და გაფორმების პროცესში ჩართულობა
  • სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება (ან აქტიური სტუდენტი): ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
  • აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი გრძელვადიანი ტრენინგები ადამიანური რესურსების მართვის თემატიკაზე,  თუ უმაღლესი განათლება მიღებული აქვს სხვა მიმართულებით
  • MS Office-ის კარგი ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: jobs@telex.ge

 

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ სტაჟირება - HR სპეციალისი“ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

 

კომპანია "ტელექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები ერთი წლის განმავლობაში.

 

www.telex.ge