საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შიდა სამუშაო პროცესების ტრანსფორმაციისა და  ავტომატიზაციის  ფარგლებში  მოკლევადიანი დასაქმებისათვის  ეძებს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს (სტაჟიორს) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში არასაშტატო შრომითი ურთიერთობებისათვის.  

 

თუ სწავლობ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და უკვე ფიქრობ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაზე IT ქსელური ინფრასტრუქტურის განხრით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში შენთვის საინტერესო ანაზღაურებადი სტაჟირება გვაქვს.         

    
დაინტერესების შემთვევაში მოგვმართე კომუნიკაციების ადამინაური რესურსების მართვის  სამსახურს და გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: vacancy@comcom.ge, სათაურის ველში მიუთითე: „

 

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული სამუშაო გუნდი, გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ საინტერესო დავალებებზე და ჩვენს, გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად ჩაერთოთ  IT სამსახურში მიმდიანრე სხვადასხვა პროექტებში.

 

სატჟირების დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი/ცნობა;

სამუშაო პერიოდი: 4 თვე 

ყოველთვიური ანაზღაურება - 500 ლარი (დარიცხული)

 

ჩვენთან სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაში დაგეხმარება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

 

  • IT სამსახურის მხარდაჭერა არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის და კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაში;
  • IT სამსახურის მხარდაჭერა ქსელში წარმოქმნილი ინციდენტების აღრიცხვასა და მოგვარებაში; 
  • ფიზიკური ქსელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება (კაბელის გამზადება/გაყვანა);
  • სერვერულ და ქსელურ მოწყობილობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშროლების დავალებების მიღებაა ე.წ. თიკეტების მეშვეობით და მათ მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
  • სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება;

 

მოთხოვნები:

განათლება განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით (განიხილებიან მე-3  და მე-4 კურსის სტუდენტებიც);
უცხო ენა: ინგლისური B1
 

სასურველია:

უპირატესობა მიენიჭებათ IT მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მქონე კანდიდატებს
 

შერჩევის ეტაპები:     
რეზიუმეების გადარჩევა, ზოგადი უნარების ტესტი, გასაუბრება     
 

შერჩევის პროცესში მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაეცნოთ დანართს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი.

 

*ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით) შერჩევის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად.