კომპანია „აპტოსი“ წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.
კომპანია „აპტოსი“ ეძებს ტრენინგების მენეჯერის ასისტენტს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- დაგეგმილი ტრენინგების სასწავლო კურსების ცხრილში აღრიცხვა;
- კურსზე დამსწრე პირების რეგისტრაციის კონტროლი;
- დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად მოლაპარაკებების წარმოება როგორც ექიმებთან, ისე დისტრიბუტორებთან;
- კურსისთვის საჭირო საპრომოციო მასალების მომზადების პროცესში ჩართულობა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად;
- კურსისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
- კურსის შეუფერხებლად და სრულფასოვნად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
- კურსზე ტრენერების და ექიმების გაგზავნის ორგანიზება;
- სასწავლო კურსებისა და ტრენერებისთვის სერტიფიკატების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია კანდიდატი იყოს სამედიცინო მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის მაღალ დონეზე ფლობა;
- კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში, 14 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტრენინგების მენეჯერის ასისტენტი.
დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით