საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს შვილობილი კომპანია.  BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერ უსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. 

 

BDO Digital-ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ადგილმდებარეობა     ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება     სტაჟიორი, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება

ხანგრძლივობა       6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

სამუშაო საათები       სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

 

 

 ფუნქცია/მოვალეობები

  • შიდა და გარე ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებში აქტიური ჩართულობა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სტანდარტებთან მუშაობა
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის მექანიზმებთან მუშაობა
  • გუნდის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში
  • IT და უსაფრთხოების აუდიტის პროექტებში ჩართულობა

 

მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიებში ან სხვა მონათესავე სფეროების მიმართულებით (განიხილებიან 4 კურსის სტუდენტებიც)
  • კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების საბაზისო ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
  • სასურველია ინფორმაციული კონტროლის მექანიზმების საბაზისო პრინციპების ცოდნა
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • დოკუმენტებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება“ განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 07.10.2021

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინა სახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით