სავალდებულოა:
საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).
სასურველია:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უცხო ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების – დამზადება/გამოყენება;
სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში:
პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: დღის(ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან მორიგე(ორთ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი ან ექთნის დამხმარე). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი.
ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge