საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 02/10/2021 - 25/10/2021

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მოტივირებული, მაღალი პროფესიული ცოდნისა და უნარების იურისტების შერჩევის მიზნით, სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.

 

სტაჟირების პროგრამა, ყველა დაინტერესებული პირისათვის, არის საუკეთესო შესაძლებლობა პროფესიონალ გამომძიებელთა გუნდთან ერთად მიიღოს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. სტაჟიორ-გამომძიებელი აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით, რაც მას სამომავლო კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას მისცემს. 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის/პროკურატურის/ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის მიმართულებით.

 

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეული 5 საუკეთესო სტაჟიორ-გამომძიებელი 1 წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გაივლის.

სტაჟიორ-გამომძიებლის ანაზღაურება ყოველთვიურად (დარიცხულ) 1000 ლარს შეადგენს. 

ამასთან, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში პირველად შეირჩევა სტაჟიორ-გამომძიებლობის 15-მდე სარეზერვო კანდიდატი, რომლებიც საშტატო ერთეულების გაზრდის, სტაჟიორ-გამომძიებლებისთვის სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, დამატებითი კონკურსის გავლის გარეშე, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე დაინიშნებიან როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის დანაყოფებში.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/67370?active=1

საკონკურსო განაცხადები (აპლიკაციები) მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით მიიღება - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/67370?active=1