დემოკრატიის ინდექსი - საქართველო აცხადებს კონკურსს პროექტის
კოორდინატორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, National Endowment For
Democracy მიერ მხარდაჭერილი პროექტის - პარლამენტის საქმიანობის
მონიტორინგი - ფარგლებში.
ორგანიზაციის შესახებ:
ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო არის საქართველოში დემოკრატიის
განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც
2019 წლის მაისში დაფუძნდა. დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
იხილეთ ჩვენ ვებ-გვერდზე www.democracyindex.ge
პროექტის შესახებ:
პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის და ინდივიდუალური
დეპუტატების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალე საქმიანობის
ხელშეწყობა, საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და
მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ვადა: 2022 წლის 1 ოქტომბრამდე.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
უმაღლესი განათლება სამართალში, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხით, სპეციალიზებული კონსტიტუციურ სამართალში
ძლიერი ანალიტიკური და წერითი უნარ-ჩვევები
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
გუნდური მუშაობის, გუნდის ხელმძღვანელობისა და პროექტის
კოორდინირების უნარ-ჩვევები
პროფესიით მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება
დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოკვეთილი
მოტივაცია და სულ მცირე 2 წლის გამოცდილება
პროექტის/პროექტების მართვის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება
პროექტის კოორდინატორის ფუნქციებია:
პროექტის სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, პროექტის
მიზნების მიღწევა და აქტივობების ეფექტიანი შესრულება, პროექტის
გუნდის საერთო ხელმძღვანელობით
პარლამენტის საქმიანობის რეგულარული მონიტორინგის
უზრუნველყოფა პრობლემების, გამოწვევებისა და მიღწევების
იდენტიფიცირების მიზნით
საკანონმდებლო ინიციატივების სამართლებრივი ანალიზის მომზადება,
პრობლემების გამოკვეთითა და რეკომენდაციების შეთავაზებით
მონიტორინგით გამოვლენილ პრობლემებზე საკანონმდებლო
წინადადებების, საჯარო განცხადებების, სხვადასხვა საკომუნიკაციო
მასალის მომზადება
დეპუტატების პროფილების ეფექტიანი მართვა და ანალიზი
საჯარო დისკუსიებისა და შეხვედრების მომზადება და მათში
მონაწილეობა
პარლამენტის მონიტორინგის ორი და პროექტის ოთხი ანგარიშის
მომზადება
კონკურსი შედგება სამ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი - აპლიკაციის პროცესი
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს ქვემოთ მოცემული
დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
democracyindexgeorgia@gmail.com
CV
სამოტივაციო წერილი
ელექტრონული მისამართი/ბმული, სადაც
გამოქვეყნებულია/ხელმისაწვდომია კანდიდატის ავტორობით
გამოცემული აკადემიური ნაშრომი, ანგარიში, კვლევა
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 3 ნოემბერი, 18:00 სთ.
2. მეორე ეტაპი - წერითი უნარების შემოწმება
საკონკურსო განცხადებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეული
კანდიდატები გაივლიან წერით გამოცდას. წერით გამოცდაზე კონკურსანტითვის
წარდგენილი იქნება 2 საკითხი დემოკრატიის, კონსტიტუციისა და
საპარლამენტო თემატიკის ირგვლივ.
3. მესამე ეტაპი - გასაუბრება
წერითი უნარების შემოწმების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან
გასაუბრებას. გასაუბრებაზე შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნაც.
სახელფასო განაკვეთი - 2000-დან 2500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და
გამოცდილების გათვალისწინებით. შრომითი ურთიერთობის დასაწყისში
გამოყენებული იქნება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა.
სამუშაო საათები - 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). ქვეყანაში
მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაუდებელ შემთხვევებში შესაძლოა
საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი რეაგირება.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე
მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.