საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო აცხადებს კონკურსს პროექტის
კოორდინატორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, National Endowment For
Democracy მიერ მხარდაჭერილი პროექტის - პარლამენტის საქმიანობის
მონიტორინგი - ფარგლებში.
ორგანიზაციის შესახებ:
ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო არის საქართველოში დემოკრატიის
განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც
2019 წლის მაისში დაფუძნდა. დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
იხილეთ ჩვენ ვებ-გვერდზე www.democracyindex.ge
პროექტის შესახებ:
პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის და ინდივიდუალური
დეპუტატების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალე საქმიანობის
ხელშეწყობა, საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და
მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ვადა: 2022 წლის 1 ოქტომბრამდე.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
 უმაღლესი განათლება სამართალში, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხით, სპეციალიზებული კონსტიტუციურ სამართალში
 ძლიერი ანალიტიკური და წერითი უნარ-ჩვევები
 ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
 გუნდური მუშაობის, გუნდის ხელმძღვანელობისა და პროექტის
კოორდინირების უნარ-ჩვევები
 პროფესიით მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება
 დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოკვეთილი
მოტივაცია და სულ მცირე 2 წლის გამოცდილება
 პროექტის/პროექტების მართვის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება
პროექტის კოორდინატორის ფუნქციებია:
 პროექტის სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, პროექტის
მიზნების მიღწევა და აქტივობების ეფექტიანი შესრულება, პროექტის
გუნდის საერთო ხელმძღვანელობით
 პარლამენტის საქმიანობის რეგულარული მონიტორინგის
უზრუნველყოფა პრობლემების, გამოწვევებისა და მიღწევების
იდენტიფიცირების მიზნით
 საკანონმდებლო ინიციატივების სამართლებრივი ანალიზის მომზადება,
პრობლემების გამოკვეთითა და რეკომენდაციების შეთავაზებით
 მონიტორინგით გამოვლენილ პრობლემებზე საკანონმდებლო
წინადადებების, საჯარო განცხადებების, სხვადასხვა საკომუნიკაციო
მასალის მომზადება
 დეპუტატების პროფილების ეფექტიანი მართვა და ანალიზი

 საჯარო დისკუსიებისა და შეხვედრების მომზადება და მათში
მონაწილეობა
 პარლამენტის მონიტორინგის ორი და პროექტის ოთხი ანგარიშის
მომზადება
კონკურსი შედგება სამ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი - აპლიკაციის პროცესი
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს ქვემოთ მოცემული
დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
democracyindexgeorgia@gmail.com
 CV
 სამოტივაციო წერილი
 ელექტრონული მისამართი/ბმული, სადაც
გამოქვეყნებულია/ხელმისაწვდომია კანდიდატის ავტორობით
გამოცემული აკადემიური ნაშრომი, ანგარიში, კვლევა
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 3 ნოემბერი, 18:00 სთ.
2. მეორე ეტაპი - წერითი უნარების შემოწმება
საკონკურსო განცხადებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეული
კანდიდატები გაივლიან წერით გამოცდას. წერით გამოცდაზე კონკურსანტითვის
წარდგენილი იქნება 2 საკითხი დემოკრატიის, კონსტიტუციისა და
საპარლამენტო თემატიკის ირგვლივ.
3. მესამე ეტაპი - გასაუბრება
წერითი უნარების შემოწმების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან
გასაუბრებას. გასაუბრებაზე შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნაც.
სახელფასო განაკვეთი - 2000-დან 2500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და
გამოცდილების გათვალისწინებით. შრომითი ურთიერთობის დასაწყისში
გამოყენებული იქნება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა.
სამუშაო საათები - 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). ქვეყანაში
მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაუდებელ შემთხვევებში შესაძლოა
საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი რეაგირება.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე
მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.