საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 28/10/2021 - 07/11/2021

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია,
რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს
სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას
და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი
პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167
ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-
ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს
საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო
პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება
სამუშაო საათები

ტალანტების მოზიდვის უმცროსი სპეციალისტი
სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა

ფუნქცია/მოვალეობები:
 ვაკანსიის აღწერის მომზადება და გამოცხადება
 მიღებული რეზიუმეების გადარჩევის პროცესში მონაწილეობა
 შერჩევის ეტაპების დაგეგმვა და ორგანიზება კანდიდატებთან
 კანდიდატების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება
 სხვადასხვა პროექტებში/ინიციატივებში აქტიური ჩართულობა
 უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების
შესრულება
მოთხოვნები:
 შერჩევის  მიმართულებით მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება
 სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
 დროის მართვის უნარი
 გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
 ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
 თავაზიანი და კეთილგანწყობილი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი
რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge.
Subject-ში მიუთითეთ „ტალანტების მოზიდვის უმცროსი სპეციალისტი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 07.11.2021
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების
ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი
სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს
(დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ
განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული
(გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი

სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს
მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ,
შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა
განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი
შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ
გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა.
მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში,
ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით
მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი
მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და
სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის,
ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე,
შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი
მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით
ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის,
ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის,
რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი,
მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური
მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.