საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 17/11/2021 - 23/11/2021

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას რისკების ანალიტიკოსის (აქტუარის)
პოზიციაზე, ანდერაიტინგის, გადაზღვევისა და აქტუარული კვლევების დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00–18:00; ორშაბათი – პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
 სადაზღვევო პროდუქტების ფასწარმოქმნის განსაზღვრის მიზნით სტატისტიკური
ანალიზის ჩატარება;
 ტექნიკური რეზერვების შეფასება აქტუარული მეთოდების გამოყენებით;
 სადაზღვევო პორტფელების მდგომარეობის შეფასება და პერიოდული მონიტორინგი;
 მონაცემთა ბაზების სტატისტიკური ანალიზისთვის საჭირო ფორმაში მოყვანა;
 სხვადასხვა ტიპის სტატისტიკურ გათვლებში ტექნიკური დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება (მათემატიკა, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება);
 MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
 ინგლისური ენის ცოდნა;
 R პროგრამული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
 ანალიტიკური აზროვნება;
 ეფექტური კომუნიკაცია;
 ინიციატივიანობა;
 ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
 ტესტირება;
 გასაუბრება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@aldagi.ge 2021 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის
სახელწოდება - რისკების ანალიტიკოსი (აქტუარი)
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ
მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ,
გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის
მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის
დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის
განმავლობაში.