სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანია“ ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს
ჯგუფმა 2011 წელს დააარსა. ეს არის ჯგუფის რიგით მესამე ლუდისა და
ლიმონათის საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აშენდა. ზედაზენის
პროექტის 80 მილიონიანი ინვესტიცია 100%-ით ქართული კაპიტალით
განხორციელდა. მრავალი გეოლოგიური კვლევის საფუძველზე, ქარხნის
მშენებლობა სწორედ ზედაზენის მთის ძირას გადაწყდა, რადგან მიწისქვეშ
არსებული უნიკალური წყლის სინჯებმა ცხადყო კომპანიის მომავალი
წარმატება. ამ ეტაპისთვის კომპანია საკუთარი ჭაბურღილებით მოიპოვებს
წყალს 150 მეტრის სიღრმიდან. კომპანია, მისი კონცეფციით, დაგეგმარებით,
საწარმოო აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით, მართვის სისტემებითა და
სტილით, შეიძლება შეფასდეს, როგორც ინოვაცია და ახალი სიტყვა
არალკოჰოლური სასმელების და ლუდის ინდუსტრიაში რეგიონის მასშტაბით,
რადგან ერთადერთი საწარმოა, რომლის პორტფელიც აერთიანებს ადგილობრივ
და ლიცენზირებულ ლუდებს, ლიმონათს, კოლას, ენერგეტიკულ სასმელს,
წყაროს წყალს, არომატიზირებულ წყალს და ცივ ჩაის.
დაიწყე კარიერა ჩვენთან! ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში
,,ზედაზენი“ აცხადებს რეგისტრაციას გაყიდვების დეპარტამენტში სტაჟირების
ანაზღაურებად პროგრამაზე, შემდგომში კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.
ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორინტირებულ ახალგაზრდებს,
ადგილები შეზრუდულია, შერჩევა მიმდინარეობს კონკურენტულ გარემოში!
სამუშაო ადგილი: თბილისი/მცხეთა
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება (სტაჟირების ფარგლებში) – 300 ლარი
ხანგრძლივობა - ერთი თვე
სტაჟირების კურსის აღწერა:
თეორიული ნაწილი - სწავლება ჩატარდება გამოცდილი ტრენერების მიერ
პრაქტიკული ნაწილი - სტაჟიორებს საშუალება ეძლევათ კომპანიის გაყიდვების
მენეჯერებთან და პრისეილერებთან ერთად ადგილზე განახორციელონ შემდეგი
საქმიანობები:
პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა;
მომხმარებელთა საჭიროებების დადგენა;
დასახული გეგმისა და სტრატეგიების შესრულება;
ინვენტარის დაბრუნების და თანხის ამოღების კონტროლი;
ქსელის აღწერა, ობიექტებზე პროდუქციის სწორი წარმოჩენა და პოზიციების
გაუმჯობესება;
ყოველდღიური კომუნიკაცია უშაულო ხელმძღვანელთან;
კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ფუნქციების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო დონეზე)
პიროვნული მახასიათებლები:
სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
საქმის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
საკონტაქტო ინფორმაცია: m.zangurashvili@geobeer.ge
მარიამ ზანგურაშვილი - ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და განვითარების
მენეჯერი