საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტის “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სხვადასხვა თანამდებობებზე. კონკურსი ტარდება პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებსა და პროფესიონალებს.
მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პოზიციების შესაბამის ბმულზე.
1. პროექტის მენეჯერი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69709?active=1
2. ფინანსური მენეჯერი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69705?active=1
3. შესყიდვების მენეჯერი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69706?active=1
4. პროექტის კოორდინატორი - ბიომრავალფეროვნება და მეინსტრიმინგი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69702?active=1
5. პროექტის კოორდინატორი - დაცული ტერიტორიები https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69701?active=1
6. პროექტის კოორდინატორი - ტყეები https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69704?active=1
პროექტის “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” მთავარი მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობის გაძლიერება, რათა სამინისტრომ შეძლოს იმ ზომების გატარება, რაც ეროვნულ დონეზე გრძელვადიან პერსპექტივაში შეაჩერებს ბიომრავალფეროვნების დანაკარგებს, ჰაბიტატების განადგურებისა და დეგრადაციის, ბუნებრივი რესურსებისა და სახეობების გადაჭარბებული ექსპლუატაციის, კლიმატის ცვლილების, გარემოს და განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურების პრევენციის გზით.