საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი
დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო,
საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.


დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია
საქართველოს მასშტაბით 7 დიდ ქალაქში: თბილისი (დიდუბე, გლდანი, საბურთალო,
ლილო), რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

 

თუ ხარ:
➢ დეტალაებზე ორიენტიერებული (ანუ წინა ორ სიტყვაში შეცდომები შენიშნე);
➢ აქტიური და შეგიძლია, პარალელურად რამდენიმე საქმეზე ერთდროულად
კონცენტრირდე;
➢ ორგანიზებული და გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა გუნდური;
➢ გაქვს კომუნიკაციის კარგი სქილები და შეგიძლია, იცინო საკუთარ ხუმრობებზეც;
➢ სხვადასხვა ჟანრისა და სახის იუმორგამძლე და გაქვს კარგი მიმღებლობა, რადგან
ერთმანეთის დაფეილებულ ხუმრობებზეც თუ გავიცინებთ ხოლმე, კარგი იქნება.
➢ თუ შენს მომავალ პროფესიად აირჩიე მარკეტინგი, მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება
და სხვა.
➢ თუ უკვე აიღე ნანატრი დიპლომი ან მის აღებასთან ძალიან ახლოს ხარ, გილოცავ, შენ
აკმაყოფილებ მოცემულ პუნქტს!

 

ძირითადი მოვალეობები:

➢ აქტიურად ჩაერთვები მარკეტინგული აქტივობების შემუშავებასა და
განხორციელებაში;
➢ თეორიული ცოდნის გამოყენებისთვის თითქმის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი
გექნება;
➢ ჩვენთან ერთად გააანალიზებ და შეაფასებ განხორციელებული მარკეტინგული
აქტივობების შედეგს, ასევე, მონაწილეობას მიიღებ თიმბილდინგ აქტივობებშიც;
➢ ჩაერთვები სოც. მედია კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებაში და იქნებ ჩვენს
სოც.მედია მენეჯერს რამე ეშველოს (აქამდე ვერაფერს გავხდით);
➢ ჩაერთვები კომპანიისთვის მნიშვნელოვან მარკეტინგულ მიმართულებაში -
მრავალფეროვანი სარეკლამო მასალების მომზადების პროცესში.

 

მოთხოვნები:

• სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
• ინგლისური - B1 დონე;
• საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Office (Word, Excel, PPT).

 

პიროვნული თვისებები:

• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• განვითარებაზე ორიენტირებული.

 

სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში:
• გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში,
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს,
დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის
საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული
იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე
პირს.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს
ვებგვერდს: https://gorgia.ge/


გისურვებთ წარმატებებს!