საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 18/05/2022 - 22/05/2022

"ფუნიკულიორის კომპლექსი" თბილისის ისტორიული შენობა და სავიზიტო ბარათია, ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა.
აქ დასაქმებული ადამიანებისთვის საამაყოა, იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.



კომპლექსი თბილისის, ხოლო ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი კერძები და მომსახურება ფუნიკულიორის სავიზიტო ბარათია.



თბილისს რესტორანი "ფუნიკულიორი" უბრუნდება და შესაბამისად, გუნდში ახალი წევრების შემოსამატებლად ვემზადებით;



“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, სასიამოვნო სამუშაო გარემო. "ჯი ემ თი გასტრონომია" განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ჩვენ მუდმივად განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე ვმუშაობთ.” – სალომე ფანცალაშვილი, ადამიანური კაპიტალის მართვისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.



"ფუნიკულიორის კომპლექსის" სამსართულიანი შენობა თბილისის თავზე მდებარე ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აერთიანებს კვების 5 განსხვავებულ სივრცეს:

- ქართულ რესტორან „ჩელას“;
- კაფე „ფუნიკულიორს";
- ლაუნჯ-ბარს;
- თანამედროვე ქართულ კონცეპტუალურ რესტორან „ფუნიკულიორს“;
- წვეულებათა დარბაზს.



თითოეული მათგანი უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.



ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა თუ ინტერესის მქონე სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ ადგილს და კომფორტულად იგრძნობს თავს.
"ფუნიკულიორი" ადგილობრივებისთვის ისტორიული და ემოციური მნიშვნელობის მატარებელი ადგილია;



შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 22 მაისამდე და შევხვდებით გასაუბრებაზე.



გაქვს შანსი, დასაქმდე ქალაქის ყველაზე მაგიურ და ჯადოსნურ შენობაში!



სიყვარულით,
"ჯი ემ თი" გასტრონომია