საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

AUTO.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შანსს, რომ კარიერის შექმნა ჩვენს კომპანიაში დაიწყოთ.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიის სამუშაო აღწერილობას, მოთხოვნებსა და პირობებს.

 

სამუშაოს აღწერა:

• კლიენტებთან და მომხმარებლებთან დარეკვა

• კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება

• განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე;

• ახალი კლიენტების მოზიდვა.

 

მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება

• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet)

 

პიროვნული თვისებები:

• აქტიურობა;

• შრომისმოყვარეობა;

• კარგი პრეზენტაციის უნარი;

• კომუნიკაბელურობა;

• სირთულეების დაძლევის უნარი;

• დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

• გუნდური მუშაობის უნარი;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

• საქმეზე ორიენტირებულობა.

 

ინფორმაცია პირობების შესახებ:

• სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 09:30-18:30

• კანდიდატები გაივლიან ერთი კვირიდან ორ კვირამდე სწავლების პერიოდს.

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: info@auto.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!